კახა კალაძე: არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა, რითაც პარტია “ქართულ ოცნებასა” და “რესპუბლიკელებს” შორის ორპარტიული შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
კალაძის განმარტებით, პრემიერსა და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებს შორის რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო კოალიციაში შემავალ პარტიებთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე.
“პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე. არანაირ ორპარტიულ შეთანხმებაზე არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო სტრატეგიულ ურთიერთობებზე კოალიციაში შემავალ პარტიებთან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ კოალიციურ რეჟიმში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს გააჩნიათ სხვადასხვა მსოფლმხედველობა ქვეყნის განვითარების. რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე იქნება შესათანხმებელი გარკვეული საკითხი”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“თავდაცვის მინისტრის დაცვა გამიჭირდება, ის არ ჩართულა დებატებში ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიადაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული 3 საცხოვრებელი ბინა და 1 საოფისე ფართი დაუბრუნდებათ