კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

news
ავტ.: news ნოემბერი 16, 2016 11:14

კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით დაყოფაზე, სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვასა და დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობაზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სტუდენტებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. კახა კახიშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში პარლამენტში წადგენილი იქნება საკანმონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვნად დახვეწავს კანონმდებლობას და გააუმჯობესებს პენიტენციური სისტემის საქმიანობას.

„დამთავრდა დრო, როდესაც საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანებს მხოლოდ იზოლაციის მიზნით სვამდნენ. დღეს მსჯავრდებულის ციხეში ყოფნის მიზანი, პირველ რიგში, მისი რესოციალიზაციაა,“- განაცხადა კახა კახიშვილმა, რომელმაც სტუდენტებს ალტერნატიული სასჯელების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

კახა კახიშვილის თქმით, სასიამოვნოა, რომ სტუდენტები კარგად არიან ინფორმირებულნი სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ და შეხვედრაზეც მომზადებულები მოვიდნენ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა გია მეფარიშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტში კახა კახიშვილის მიწვევის მიზეზი ის ძვრები და დიდი ცვლილებებია, რაც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება.

„ქართულმა საზოგადოებამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი კითხვა დასვა იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და როგორ იყო იქ ადამიანის უფლებები დაცული. დღეს ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია. შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე,“- განაცხადა გია მეფარიშვილმა.

სტუდენტები დაინტერესდნენ საპატიმრო დაწესებულებებში არსებული დისციპლინური სახდელებით, ალტერნატიული სასჯელებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხითა და არასრულწლოვანთა შორის კრიმინალური სამყაროს გავლენის შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით.

კახა კახიშვილის ინიციატივით, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ დაათვალიერონ N 16 პენიტენციური და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება. გარდა ამისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაიდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება სტაჟირება და პრაქტიკა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიარონ და ცოდნა გაიღმავონ.

news
ავტ.: news ნოემბერი 16, 2016 11:14

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics