საპარლამენტო უმცირესობას მე-9 მოწვევის პარლამენტში დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს

საპარლამენტო უმცირესობას მე-9 მოწვევის პარლამენტში დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება, ვიცე-სპიკერად კი სერგი კაპანაძე დასახელდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობა სავარაუდოდ გიორგი ტუღუშს წარადგენს.

სხვა კომიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ ისევ გრძელდება. საპარლამენტო უმცირესობაც სავარაუდოდ რამდენიმე ფრაქციას შექმნის.

“გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ ეს იყო უმცირესობის ლიდერთან დაკავშირებით. ასევე ამ გუნდმა მე შემარჩია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ეს გუნდიც და ჩვენი ამომრჩეველიც წარმოვადგინო ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და ასევე ფრაქციის ხელმძღვანელად შევჯერდით ნიკა მელიას თანამდებობაზე. დანარჩენი რამდენი ფრაქცია გვექნება, კომიტეტები და კომისიები, გვეცოდინება ხუთშაბათს,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიმალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში ფეკალური წყლები ჩაღვარა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა