კადიროვმა ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო – დანილოვი

“კადიროვმა, ვოლოდიმირ ზელენკისა და უკრაინის უმაღლესი ხელმძღვანელობის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო”, – ამის შესახებ, რადიო NV-სთან ინტერვიუში, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი საუბრობს.

დანილოვის თქმით, გეგმის სისრულეში მოყვანის ვალდებულება კადიროვმა აიღო. მისივე თქმით, 26 თებერვალს, უკრაინაში 3 ჯგუფი შევიდა, თუმცა ამ პროცესებს, უკრაინის დაზვერვა აკონტროლებდა.

“ჩვენ ვაკვირდებოდით სამივე ჯგუფს. ერთი მათგანი გაანადგურეს ჩვენმა სამხედროებმა. ორმა მოგვიანებით დატოვა ჩვენი ქვეყანა. ერთი ახლა დონეცკის რეგიონშია, მეორე – ქალაქ მარიუპოლში, მაგრამ ისინი არ არიან წინა პლანზე“, – ამბობს დანილოვი

ხოლო რაც შეეხება კადიროვსა და მის ჯგუფს, დანილოვის თქმით, ის უკრაინაში არასდროს ყოფილა და მის მიერ გავრცელებული ყველა ფოტო თუ ვიდეო მასალა, სრული აბსურდი და სისულელეა.

banner
წინა სტატიაში“თაიმერის” ექსკლუზივი – მარტვილში მეორე დღეა 13 წლის მოზარდს ეძებენ
შემდეგი სტატიაავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა