ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა

ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის მიღება შეწყვიტა. ამის შესახებ Kronen Zeitung წერს. ავსტრიის ნავთობგაზის კომპანიის OMV -ის წარმომადგენლის განცხადებით, ქვეყანა ყოველთვის მცირე მოცულობის რუსულ ნავთობს ყიდულობდა.

„რუსეთში შეძენილი ნავთობის მოცულობა ყოველთვის მცირე იყო, ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ის სხვა ნავთობით ჩავანაცვლეთ“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ავსტრიის სტატისტიკის სამსახურისა და ნავთობის მრეწველობის ასოციაციების მონაცემებით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი 7,8 %-ს შეადგენდა.

ავსტრიისთვის ყველაზე დიდი ნავთობ იმპორტიორი ყაზახეთია – იმპორტის წილი 38,9%-ს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილას კი ლიბია და ერაყია.

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმა 3 თებერვალს, პუტინთან ვიზიტის დროს მიიღო – დანილოვი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკი და UNDP-ი ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამას იწყებენ