კადიროვი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ნობელის პრემიაზე წარადგინეს – რუსული “კამსამოლსკაია პრავდა” წერს ნობელის პრემიის საერთაშორისო საინფორმაციო ცენტრის განცხადებაზე დაყრდნობით. კადიროვი ნობელის პრემიაზე “რთულ ჩეჩნეთის მხარეში 15 წლის მანძილზე საიმედო მშვიდობის დამყარებასა და მის მხარდაჭერაში გაწეული უდიდესი წვლილისთვის” არის ნომინირებული.

თვითონ კადიროვი თვლის, რომ ის ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკებთან ბრძოლის გამო ნობელის პრემიას იმსახურებს. მისი თქმით, ამერიკელებისგან განსხვავებით ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია.
2020 წელს კადიროვი მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი, რომლის დამფუძნებელი მშვიდობისა და განვითარების არასამთავრობო ინსტიტუტია (INSPAD).

banner
წინა სტატიაშისოფელ დიდ ჭყონში ნიკოლოზ დგებუაძის ორსართულიანი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება საქართველოში პოზდნერის გამო გამართულ პროტესტზე კომენტარს აკეთებს