რუსეთის საგარეო უწყება საქართველოში პოზდნერის გამო გამართულ პროტესტზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის სააგრეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა პროტესტზე, რომელიც თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზდნერისა და მისი თანმხლები პირების სტუმრობისა და კომენდანტის საათის დროს რესტორანში ქეიფის გამო წუხელ გაიმართა.

ზახაროვამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო გადაღებული და აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებამ არაცივილური ფორმები მიიღო. “დემოკრატიის ფორმები არაცივილურია: რთული გზებით ზურმუხტის ქალაქისკენ მივემართებით” – დაწერა მან.

თბილისში, სასტუმრო “ვინოტელთან” სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზდნერის საქართველოში ჩამოსვლა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა სასტუმროს ელექტროენერგია გაუთიშეს, ესროლეს კვერცხები, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა წარწერა გააკეთეს. პოზდნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს