კადიროვი: ჩეჩნეთს “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება შეუძლია

კადიროვი: ჩეჩნეთს

6ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთს “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება შეუძლია – ამის შესახებ მან “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ჩვენ შეგვიძლია ისინი გავანადგუროთ. მოხალისეთა არმიას დამოუკიდებლადაც შეუძლია მათ არჩევანის საშუალება მისცეს – იარაღი დაყარონ ან იმათ რიგებში მოხვდნენ, ვისაც სირიის მიწაში ჩამარხავენ! თუკი ვინმეს აზრად მოუვა რუსეთისკენ დაიძრას, ჩვენ მას გზას ჩვენი ქვეყნიდან ძალიან შორს შევაწყვეტინებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ მივალთ იმათთან, ვისაც სიზმარში მაინც გაუჩნდა აზრი, რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ მუქარა გამოეგზავნა” – დაწერა კადიროვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ისლამურმა სახელმწიფომ” 9 წუთიანი ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ჯიჰადს პირდებიან და რუსების საკუთარ სახლებში დახოცვის პირობას იძლევიან.

banner
წინა სტატიაში„ჩემო საყვარელო ზვიად… ჩემო საყვარელო თინიკო…“ – კვაჭატირაძისა და ხიდაშელის სკანდალური ფეისბუქდებატები
შემდეგი სტატიათბილისში, გაგარინის მოედანთან ახლოს მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა