თბილისში, გაგარინის მოედანთან ახლოს მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა

თბილისში, გაგარინის მოედანთან ახლოს ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი იყო, გაისმა აფეთქების ხმაც. ცეცხლი გაუჩნდა მსუბუქ ავტომანქანას და აფეთქების ხმაც ამან გამოიწვია. ცეცხლი მალევე ჩააქრეს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი მაშველი. ჩამსხვრეულია ახლომდებარე შენობების ფანჯრები.

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის და აფეთქების დროს ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი: ჩეჩნეთს “ისლამური სახელმწიფოს” განადგურება შეუძლია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა