ნატოს მორიგ სამიტს ესპანეთი უმასპინძლებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგ სამიტს, რომელიც 2022 წელს არის დაგეგმილი, ესპანეთი უმასპინძლებს – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე თქვა. “ეს მშვენიერი შესაძლებლობაა თქვენი ალიანსში წევრობის 40 წლისთავი აღვნიშნოთ” – სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატოს სამიტი, როგორც წესი, ორ წელიწადში ერთხელ იმართება, მაგრამ ალიანსმა მიმდინარე წელს სამიტის ჩატარება აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამო გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტი გუშინ, 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივასაძე: მოვუწოდებ “ოცნების” ლიდერებს გააუქმონ დაანონსებული ე.წ პრაიდი
შემდეგი სტატიაკაცმა ცოლი სცემა, რის შემდეგაც ქალმა გონება დაკარგა – ბოლნისში ერთი პირი დააკავეს