კაჭარავა კალაძეზე – ვიცი, რომ არ აპირებს წასვლას, საიდან იცით, რომ წასვლას აპირებს

“ქართული ოცნების” წევრები ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია აპირებს თუ არა კახი კალაძე გუნდის დატოვებას. ისინი ამბობენ, რომ პარტია კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს როცა ამის დრო იქნება.

“ვიცი, რომ არ აპირებს წასვლას და თქვენ საიდან იცით, რომ წასვლას აპირებს. მხარს დავუჭერ მის კანდიდატურას, ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეები არ ჰყავს ” – თქვა დეპუტატმა, დავით კაჭარავამ.

დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჯერ მომავალი მერის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და არ ჰგონია, რომ მას სრული მხარდაჭერა არ ჰქონდეს.

“კახი კალაძე იქნება ერთადერთი კანდიდატურა, თუ ის კვლავ გადაწყვიტავს, რომ იყოს კანდიდატი თბილისის მერობის”, – თქვა ყაველაშვილმა.

უმრავლესობის წევლები ამბობენ, რომ თუ კალაძის კანდიდატურას პარტია დააყენებს, ისინი მხარს დაუჭერენ.

banner
წინა სტატიაშიმე იმის მოლოდინი მაქვს, რომ ევროკავშირის ასეთი ჩართულობის შედეგად, ჩვენი პოლიტიკოსების ორივე მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტროს განცხადება ნამოხვანჰესზე – მშენებლობა არ შეჩერებულა