მე იმის მოლოდინი მაქვს, რომ ევროკავშირის ასეთი ჩართულობის შედეგად, ჩვენი პოლიტიკოსების ორივე მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ისფედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მოისმინეს ის მოსაზრებები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.

„კრისტიან დანიელსონს ჩვენი ხედვები წარვუდგინეთ. მე იმის მოლოდინი მაქვს, რომ ევროკავშირის ასეთი ჩართულობის შედეგად, ჩვენი პოლიტიკოსების ორივე მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს, მიაღწევენ კონსენსუსს და იქნება გადაწყვეტილება, როგორ გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან. ჩვენ იმასთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ იქნება შეთანხმება, რა რეფორმები უნდა უძღოდეს ამას წინ“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დანიელსონთან ერთად არასამთავრობოებთან შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარკლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

banner
წინა სტატიაშივახუშტი მენაბდე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი, ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური რეფორმები
შემდეგი სტატიაკაჭარავა კალაძეზე – ვიცი, რომ არ აპირებს წასვლას, საიდან იცით, რომ წასვლას აპირებს