“კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ”-მამუკა მდინარაძე

“კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ და თუ რაიმე პერფორმანსის დადგმა უნდათ, ეს კაცებმა გააკეთონ, მამაკაცებმა გააკეთონ. ქალებს უშვებენ რაღაცა უნიჭო, მდაბიო, გოიმური პერფორმანსების დასადგამათ. ”- ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მძაფრი სუნის გამო, პარლამენტის სხდომის შეწყვეტას.

„შემიძლია, წინასწარი ვერსია გითხრათ, „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი იყო შემოსული. ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში და ასე შემდეგ. ყველაფერს დაადგენენ, მაგრამ მთავარია ის, რომ როდესაც ალერგიულია ადამიანი, მაგალითად, ენძელა მაჭავარიანი, ახალი ნაოპერაციები, ალერგიული და ძალიან ცუდადაა უკანა ოთახში, ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც „სირცხვილია“ თუ „ნაცმოძრაობის“ დამატება, რომელიც კმარას გაცვეთილი მეთოდებით მოქმედებს. დარწმუნებული ვარ, კრიმინალზე ვერ წავიდნენ, ამას ვერ გაბედავდნენ, არაფერი ისეთი არ იქნება, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, უსაფრთხოების მიზნით გადავწყვიტეთ დეპუტატები და თქვენ, ჟურნალისტები გაგვეყვანეთ. ერთი ფაქტია, კაცებიც არ ყავთ, რომ შემოვიდნენ და თუ რამე პერფორმანსის დადგმა უნდათ, ეს მამაკაცებმა გააკეთონ, ქალებს უშვებენ რაღაცა პერფორმანების, უნიჭო, მდაბიო, გოიმური პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი სინამდვილეში არის ეს, რასაც ისინი დღეს დარბაზში აკეთებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ის ორი დეპუტატი ბევრმა ადამიანმა დაინახა, მათ შორის პერსონალმა.

მამუკა მდინარაძე მომხდარ ფაქტს გოიმურ, ცუდად მოფიქრებულ დესტრუქციულ ქმედებას უწოდებს.

„საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან თუკი რაიმე შეიძლება, მოიფიქროს ადამიანის გონებამ. „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით, თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა, ასეთი, ბოდიში ყველა მაყურებელთან და საზოგადოების თითოეულ წევრთან, ასეთი ბანძი, გოიმური მოქმედებით. შეიძლება, აღშფოთება გამოითქვას, მაგრამ იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში, არც პერფორმანსი, ამას არაფერი ჰქვია. ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული რაღაც დესტრუქცია“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხიმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია
შემდეგი სტატიაპარლამენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო