პარლამენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო

პარლამენტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ექიმები საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნის გამო რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ერთ-ერთი მათგანი იყო დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არის ალერგიული და გაურკვეველი სუნის გამო თავი ცუდად იგრძნო.

სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.

დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამ დროისთვის სესიაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გაავრცელა განცხადება, რომ პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ.

 

ფოტო : ,,პირველი არხი”

banner
წინა სტატიაში“კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ”-მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიადაჩი ბერაია ამბობს,რომ თინა ბოკუჩავას მხრიდან მოზღვავებულ სიყვარულს გრძნობს