ჯუმბერ კირვალიძე:”მომლოდინე თბილისის ფონზე, მოსკოვი განაგრძობს ანექსიისკენ სვლას”!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2016 15:35

ჯუმბერ კირვალიძე:”მომლოდინე თბილისის ფონზე, მოსკოვი განაგრძობს ანექსიისკენ სვლას”!

"ბიძინა ივანიშვილი "დროში აცდენილია" და ამას ვერ ხვდება"! ჯუმბერ კირვალიძეგუშინწინ, რუსეთის ფედერაციის სათათბირომ დაამტკიცა კანონი ოკუპირებულ ცხივალის რეგიონთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ და მოახდინა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება, რომელიც ადგენს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოსთან, რომლის რატიფიცირების შედეგად შესაძლებელი იქნება საზღვრის დემარკაციის დაწყება. მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს 2015 წლის18 თებერვალს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, სახელმწიფო მინისტრი პ.ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეს ქმედებები არაკანონიერია და არც ღირს მათზე რეაგირების გაკეთება(?!), რადგანაც ცივილიზებული მსოფლიო ლეგიტიმურად არ აღიარებს მათ. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის სათათბიროს ეს აქტი “საეჭვოდ დაემთხვა”, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის თიბილოვის ამასწინდელ განცხადებას, რომ აგვისტომდე სეპარატისტული ცხინვალი ემზადება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. აქედან გამომდინარე, ოფიციალური თბილისის მომლოდინე პოლიტიკის ფონზე, როდესაც მოსკოვი განაგრძობს სვლას ჩვენი რეგიონის ანექსიისაკენ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების სულ უფრო მეტ “აღფრთოვანებას იწვევს”, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩენილი პასიურობა და მხოლოდ დასავლეთის “აღშფოთების” იმედად ყოფნა, რამაც შეიძლება ე.წ. სამხრეთ ოსეთის “ყირიმიზაციის” ფაქტის წინაშე დაგვაყენოს!..

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2016 15:35