ჯორჯ კლუნი ამბობს, რომ შესაძლებელია მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდეს

ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა ჯორჯ კლუნმა განაცხადა, რომ, შესაძლებელია, მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდეს, რადგანაც მისი მეუღლე ამალი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების წინააღმდეგ საქმეს აწარმოებს -წერს “dailymail”. ამალ კლუნი 23 წლის ნადია მურადს წარმოადგენს, რომელიც ამბობს, რომ 2014 წელს ის ტერორისტებმა გაიტაცეს. მას შემდეგ, რაც კლუნის ცოლმა აღნიშნული საქმე აიღო, “ოჯახში უსაფრთხოების პრობლემები დადგა დღის წესრიგში”, “რომელის გადაჭრაც მათ ყოველდღიურად უწევთ”. კლუნი ამბობს, რომ მას არ სურს მისი შვილები ჩარეული იყვნენ რაიმე კუთხით აღნიშნულ საქმეში და მათ საფრთხე შეექმნათ.

banner
წინა სტატიაშიანსამბლი “შავნაბადა” და “ერისიონი” კონცერტს ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავენ
შემდეგი სტატიაუვადოდ გამწესებული მოსამართლეები შემდეგ თანამდებობებზე დაინიშნენ