ანსამბლი “შავნაბადა” და “ერისიონი” კონცერტს ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავენ

ხვალ, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” და სახელმწიფო ანსამბლი “ერისიონი” საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონცერტს ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავენ. საზეიმო ღონისძიებების ორგანიზატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა.

“ერისიონთან” და შავნაბადასთან” ერთად კონცერტზე მონაწილეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლებიც მიიღებენ.

აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუნქტთან დაგეგმილ კონცერტზე სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარდგება. “შავნაბადა” იმ უნიკალური მუსიკალურ ნიმუშებს წარმოადგენს, რომელიც ქართველი და უცხოელი მსენელისთვის ერთნაირად სასიამოვნო მოსასმენი იქნება.

ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა. საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში ტყუპი ჩოჩორი დაიბადა, თავს ორივე მშვენივრად გრძნობს
შემდეგი სტატიაჯორჯ კლუნი ამბობს, რომ შესაძლებელია მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდეს