აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი საქართველოში 6 ივლისს ჩამოვა.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კირბის განცხადებით, ჯონ კერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ, კერძოდ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის ხმარდაჭერასა და ოქტომბერში დაგეგმილი არჩენებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდება.