ჯონ კერი : მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოში ყოფნა, ეს არ არის ჩემი პირველი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„მე ძალიან კარგად მესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვეწვიე ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, რადგანაც კარგად მესმის, რომ ალიანსში გაწევრება თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ვაღიარებთ თქვენს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რადგანაც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : ჯონ კერის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : სასამართლო ხელისუფლებას ძირეული, მყისიერი, ფართომასშტაბიანი რეფორმა სჭირდება