ირაკლი კობახიძე : ჯონ კერის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოსთვის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენთვის, რომელიც აუცილებლად ხელს შეუწყობს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში, დასავლურ სივრცეში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია , ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯონ კერის ვიზიტს საქართველოში“,- დასძინა ირაკლი კობახიძემ

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი : კრემლი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება
შემდეგი სტატიაჯონ კერი : მნიშვნელოვანია, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები