უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის, – ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის და აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის დახმარების პაკეტის მიღებაზე.
„დღეს წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევას და ნათელი მესიჯის გაგზავნას მსოფლიო არენაზე ამერიკული ლიდერობის ძალის შესახებ. ასეთ კრიტიკულ გარდამტეხ მომენტში ისინი გაერთიანდნენ, რათა ისტორიის მოწოდებისთვის ეპასუხათ და მიიღეს სასწრაფოდ საჭირო ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომლის დამტკიცებისთვისაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდი… მოვუწოდებ სენატს სწრაფად გამოაგზავნონ ეს პაკეტი ჩემს მაგიდაზე, რათა შემეძლოს ხელი მოვაწერო მას და კანონად ვაქციო, და სწრაფად შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა, რათა გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებები დაიკმაყოფილონ,” – განაცხადა ბაიდენმა.