ჯო ბაიდენი მომავალ კვირას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადებს

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ განაცხადებს – Associated Press-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დღე და ადგილი, თუ სად მოხდება ინფორმაციის გამოცხადება. ასევე, აღნიშნავენ, რომ ვარიანტად განიხილება ვირჯინია ან შარლოტსვილი.

ჯო ბაიდენი ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსია აშშ-ში. ის შტატებში ორჯერ იყო ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს. მანამდე კი ოთხი ათეული წელი იყო სენატორი.

banner
წინა სტატიაშიპრემია Sony World Photography – გამარჯვებული ფოტოები
შემდეგი სტატიაშსს – ბათუმში დაკავებულმა პირმა სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა