შსს – ბათუმში დაკავებულმა პირმა სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა

პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა პირმა სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულმა ბათუმში, ჰეიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. ატმეჩკის გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა.

სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. ატმეჩკები, კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი მომავალ კვირას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადებს
შემდეგი სტატიანარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს