ჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს დემოკრატიის სამიტს გამართავს, სადაც საქართველოც არის მიწვეული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 9-10 დეკემბერს დემოკრატიის სამიტს გამართავს, სადაც საქართველოც არის მიწვეული.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მიწვეული ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სამიტის დღის წესრიგში მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე მდგარი გამოწვევები იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე მიწვეული არ არის თურქეთი და აზერბაიჯანი.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს – ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის განცხადება სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაSOLO სხვადასხვა დარგის ცნობილ პროფესიონალებთან One to One-ის ფორმატში ინდივიდუალური შეხვედრების სერიას იწყებს