პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს – ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის განცხადება სააკაშვილზე

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს.

“რა გვემართება მართლმადიდებლებს? მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია მ. სააკაშვილის სამართლებრივი მხარე გავარჩიოთ, მაგრამ ნუთუ ისე ავცდით მაცხოვრის სწავლებას რომ, შიმშილობის მიზეზით, გნებავთ ცოდვილი ადამიანი კვდება და ვდუმვართ.

პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი არავინ არ უნდა აღმოჩნდეს. ხელისუფლებამ შესაფერისი დახმარება უნდა აღმოუჩინოს არა კონკრეტულ სახელსა და გვარს, არამედ მოშიმშილე პატიმარს- განურჩევლად”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეს არის ქვეყნის და საპატრიარქოს სახე! – სალხინოში განვითარებული მოვლენების გამო, მუსიკალური ფესტივალი ჩაიშალა
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი 9-10 დეკემბერს დემოკრატიის სამიტს გამართავს, სადაც საქართველოც არის მიწვეული