ჯიმ რიში – „ქართული ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჯიმ რიში „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია
შემდეგი სტატიაანა დოლიძე: შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება არის ნაბიჯი იზოლაციონისმისკენ და ავტორიტარიზმისკენ