ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი

ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც “,თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის” წარმომადგენელი აცხადებს, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაურკვეველი ადამიანები კონკრეტული პარტიის აგიტაციას ეწევიან.

დარეჯან ცხვიტარიას თქმით, უბანთან მისულ ამომრჩეველს რამოდენიმე ადამიანი ხვდება და “ქართული ოცნების” მხარდაჭერას სთხოვს.

ცხვიტარიას არასამათამვრობო ორგანიზაციის “ყველა ერთად” წარმომადგენელი როლანდ შონია გამოეხმაურა.

შონიას თქმით, უბანთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კონკრეტული პარტიის აგიტაცია განახორციელოს, რადგან ეს კანონდარღვევად არ ითვლება.

banner
წინა სტატიაში“შეიძლება ოთახი საარჩევნო პროცესისთვის უნივერსალურად შესადაგებული არაა, მაგრამ ზოგადად, საარჩევნო უბნები ასეთია”
შემდეგი სტატიამარნეულში, N48-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის რიგები დგას