მარნეულში, N48-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის რიგები დგას

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N48-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის რიგები დგას.

ამომრჩეველი, როგორც უბნის შესასვლელთან, ასევე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება და საკუთარ რიგს ელოდება.

საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მაჟორიტარობის კანდიდატები, მათი მხარდამჭერები, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმყოფებიან.

საარჩევნო პროცესს „ქართული ოცნების“ წევრები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და მამუკა მდინარაძე, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგა ბოკერია, სერგო რატიანი და ლევან თარხნიშვილი აკვირდებიან.

ამომრჩეველთა სიმრავლის გამო, მარნეულის N48-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაახლოებით, 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია გიგა ბოკერიას განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს