ჯიბღაშვილი აღიარებს, რომ მისი მანქანიდან ამოღებულ ხელჩანთაში ნარკოტიკები იყო, თუმცა ვის ეკუთვნოდა ჩანთა, გამოძიებას დაკითხვისას მიაწვდის ინფორმაციას

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 15:24

ჯიბღაშვილი აღიარებს, რომ მისი მანქანიდან ამოღებულ ხელჩანთაში ნარკოტიკები იყო, თუმცა ვის ეკუთვნოდა ჩანთა, გამოძიებას დაკითხვისას მიაწვდის ინფორმაციას

ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალებაა, თუმცა, ოდენობა ამ ეტაპისთვის ჩემთვის ცნობილი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლამდე განუცხადა.

სწორედ, მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში აცნობენ ამ წუთებში ბრალს ლევან ჯიბღაშვილს.

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, ლევან ჯიბღაშვილი არ უარყოფს, რომ ხელჩანთაში, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს.

“დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მას შემდეგ მივაწვდით, რაც ბრალის ფორმულირებას გავეცნობით.

ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან მოცემულ მომენტამდე თანამშრომლობს გამოძიებასთან იმისათვის, რომ ამ საკითხის ირგვლივ ყველა ნიუანსი დადგინდეს. ის არასდროს უარყოფდა, რომ აღნიშნული ხელჩანთა, რომელშიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები იყო, მისი ავტომობილიდან ამოიღეს. თუ ვის ეკუთვნოდა, რატომ იყო აღნიშნული ხელჩანთა მის ავტომობილში, ან რატომ აღმოჩნდა, ამის შესახებ გამოძიებას დაკითხვის პროცესში მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა გიგუაშვილმა.

ის უარყოფს ინფორმაციას, თითქოს, ამოღებული ხელჩანთა ლევან ჯიბღაშვილის მეგობრის იყო.

“ეს არ შეესაბამება სიმართლეს, სიმართლე იქნება ის, რასაც მე განვაცხადებ”, – აღნიშნა ადვოკატმა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 23, 2019 15:24

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics