წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის, საჩინოს, ლიის და სამიქაოს უბნის მოსახლეობა, აგვისტოდან ახალი წყალმომარაგების ქსელით ისარგებლებს.
როგორც წალენჯიხის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ “თაიმერს” განუცხადა ამ ეტაპზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში. მისივე განცხადებით პროექტი რეგიონალური პროექტების ფონდის და წალენჯიხის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 153 900 ლარია.
ფარცვანიას განცხადებით სამუშაოებზე დასაქმებულია 20-მდე ადგილობრივი მუშახელი. 2013 წლიდან დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის შედეგად უზრუნველყოფილიქნა -1750 ოჯახი.