ჯერ პანიკის საფუძველი არაა – ლისი-მუხათწყაროს მეწყერს სპეციალისტები სწავლობენ

ლისი-მუხათწყაროს გზა, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, კვლავ გადაკეტილია. ცოტა ხნის წინ ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ და სამუშაოებს იწყებენ. მათი თქმით, ადგილზე უნდა შეისწავლონ ის, თუ რამდენად მასშტაბურია მეწყრული ზონა და რამდენად საშიშია ტერიტორია.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მეწყრული პროცესების გააქტიურება საშიში არაა და პირველადი შეფასებით, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“მეწყრული პროცესია, ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი და ქანები დაცურდა. საშიში ნამდვილად არის, გზისთვის საშიშია. ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ხშირად არ არის”,- თქვა გეოლოგმა ზენონ მაისურაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი ქვეყანა მეტად თვით უზრუნველყოფილი გახდეს
შემდეგი სტატიამედიკამენტის გარეშე დარჩენილი შშმ პირები