მედიკამენტის გარეშე დარჩენილი შშმ პირები

“თაიმერსითვის” ცნობილი ხდება, რომ ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებს სახელმწიფო ერთ-ერთ მთავარ მედიკამენტს “ციკლადოლს” რამდენიმე თვეა ვერ აძლევს. როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, მძიმე ფორმის ფსიქიკური დარღვევების მქონე მოქალაქეებს ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვიურად სხვადახვა სახის მედიკამენტებს უფასოდ აძლევს, მათ შორის, “ციკლადოლს”.

როგორც ,,თაიმერს” ერთ-ერთი ბენეფიციარის ოჯახი უყვება, აღნიშნული მედიკამენტი დაახლოებით სამი თვეა ხელმიუწვდომელია. მიზეზად კი მედიკამნტის მისაღებად მისულ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ მედიკამენტი დეფიციტშია.

“ჩემი ოჯახის წევრი მძიმე პაციენტია, მას მძიმე ფორმის პარანოიდული შიზოფრენია აქვს, წლებია მედიკამენტებს სახელმწიფო გვაძლევს, საიდანაც ერთ-ერთი არის “ციკლადოლი”, რომელიც დაახლოებით – 3-4 თვეა არ აგვიღია. ეს მედიკამენტი სხვა მედიკამენტებთან ერთად აუცილებლად უნდა მიიღოს ავადმყოფმა. არ ვიცი რა ვქნათ ” – განაცხადა ერთ-ერთი ბენეფიციარის ოჯახმა ჩვენთან საუბარში.

“თაიმერი” დაუკავშირდა ფსიკური ჯანმრთელობის ცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ მედიკამენტი დეფიციტშია და უცნობია, როდის შეივსება მარაგი და როდის მიიღებენ მძიმე პაციენტები აღნიშნულ მედიკამენტს.

banner
წინა სტატიაშიჯერ პანიკის საფუძველი არაა – ლისი-მუხათწყაროს მეწყერს სპეციალისტები სწავლობენ
შემდეგი სტატიავაშაძე – სიყალბეში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს, ნინო ლომჯარიას გადაწყვეტილებას მივესალმები