ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტახტს დაეუფლა

გამოცემა Forbes-მა, გამოაქვეყნა ,,მსოფლიო მილიარდერთ,, ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტახტს დაეუფლა. ბეზოსმა უკან ჩამოიტოვა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამ ტახტს ფლობდა.
ბეზოსის სიმდიდრემ, Forbes-ის მდიდართა სიის ისტორიაში, პირველად გადააჭარბა 100 მილიარდი დოლარის ლიმიტს და ის, 112 მილიარდი დოლარით მსოფლიოს ყველაზე უმდიდრესი ადამიანი გახდა… ხოლო გეიტსმა 90 მილიარდით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
Forbes-ის სიაში, 84 მილიარდით მესამე ადგილზეა Berkshire Hathaway-ს პატრონი უარენ ბაფეტი, მეოთხე ადგილს 72 მილიარდით Louis Vuitton-ს პატრონი, ფრანგი ბერნარდ არნოლტი და მეხუთეზე 71 მილიარდით Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება 400 მლნ დოლარით შემცირდა… მან, მსოფლიოში ყველაზე მდიდართა სიაში 200 ადგილით უკან დაიხია და 3.1 მილიარდი დოლარით, 766-ე ადგილი დაიკავა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში მოღვაწე რეჟისორი, ოთარ ჯანგირაშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსეთი აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ატარებს