რუსეთში მოღვაწე რეჟისორი, ოთარ ჯანგირაშვილი გარდაიცვალა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში, ჯერჯერობით დაუდგენელი დიაგნოზით, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი რეჟისორია ოთარ ჯანგირაშვილი.
ოთარ ჯანგირაშვილმა სარეჟისორო მოღვაწეობა დაიწყო 1972 წელს, მოსკოვში პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში. 1977 წელს, მის მიერ ჩეხოვისა და არბუზოვის პიესებზე დადგმული პექტაკლები, რუსეთის თატრალური ხელოვნების ოქროს ფონდშია შეტანილი. ჯანგირაშვილი გახლავთ დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი ვოლგოგრადის ახალი ექსპერიმენტალური თეატრისა.
რუსული მედიის ცნობით, ოთარ ჯანგირაშვილს 10 მარტს ვოლგოგრადში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშითემქაზე არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა
შემდეგი სტატიაჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტახტს დაეუფლა