ჯელალ ქიქავა „ქართული ოცნების“ წევრს, მუხრან ვახტანგაძეს, მუქარაში ადანაშუალებს და აუდიოჩანაწერს ავრცელებს

ბათუმის მერობის კანდიდატი “ლეიბორისტული პარტიიდან”, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებენ. ქიქავა ამტკიცებს, რომ მას მუხრან ვახტანგაძე დაუკავშირდა და ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო დაემუქრა. ქიქავას თქმით, ვახტანგაძე მას ემუქრებოდა და შეხვედრას სთხოვდა. ქიქავამ სატელეფონო ჩანაწერი “კურიერს” მიაწოდა.

ჯელალ ქიქავა უკვე დაკითხა შსს-მ, თუმცა საქმეზე გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის და მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები.

https://www.youtube.com/watch?v=qNsivK8PwE8

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბათუმში მისი პარტიის მერობის კანდიდატის ჯელალ ქიქავას და “ოცნების” დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო ტერორი დაიწყო:

„პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ცნობილი ზონდერი, მუხრან ვახტანგაძე ფიზიკური ანგარიშსწორებით, ტერორით ემუქრება ბათუმში ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან, ბატონ ჯელალ ქიქავას. მე ახლა ვთხოვ ივანიშვილის კანტორად ქცეულ გენერალურ პროკურატურას, სასწრაფოდ, ფაქტზე აღძარით საქმე და დააკავეთ მოძალადე დეპუტატი. მე მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კობახიძეს, თუ უნდა მას, რომ ისტორიაში შევიდეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღირსეული ხელმძღვანელის სახელით, 24 საათში დააწერინე განცხადება პარლამენტის დატოვებაზე ამ მოძალადე ზონდერს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს