საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს

2017 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ირაკლი გივიაშვილსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შორის. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მთავარი მიმართულებები, ხაზი გაესვა იმ დადებით დინამიკას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის კუთხით.

banner
წინა სტატიაშიჯელალ ქიქავა „ქართული ოცნების“ წევრს, მუხრან ვახტანგაძეს, მუქარაში ადანაშუალებს და აუდიოჩანაწერს ავრცელებს
შემდეგი სტატიაახმეტაში ხანძარი გაჩნდა