ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ზე: ნუ უშლიან ხელს სასწავლო პროცესს, მეგობრებსა და თანატოლებს სწავლის გაგრძელებაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სტუდენტების პროტესტის გამოხატვის ფორმა, ნეგატიურია.

„სტუდენტების ერთი ჯგუფი ამ ფორმით გამოხატავს თავის მოთხოვნებს და ხელს უშლის ასობით, ათასობით სტუდენტის სწავლას. ძალიან ნეგატიურად ვაფასებთ გამოხატვის ამ ფორმას, მით უმეტეს, მიგვაჩნია, რომ მოთხოვნების უმეტესობა, რომელიც მათ აქვთ, ან უკვე შესრულებულია, ან მათი შესრულება დაწყებულია.

კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ამ სტუდენტებს, ნუ უშლიან ხელს სასწავლო პროცესს, ნუ უშლიან ხელს მეგობრებსა და თანატოლებს სწავლის გაგრძელებაში“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

„აუდიტორია 115“-ის წევრები უკვე რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში არიან შეჭრილი და პროტესტს გამოხატავენ. ისინი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებასა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიატელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე განცხადებას ავრცელებენ