„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემა ხვალ, 30 ნოემბერს დაგეგმილი სესია და განსახილველი საკითხები იყო.

მისივე თქმით, დღევანდელი კონსულტაცია ძირითადად, საორგანიზაციო ხასიათს ატარებდა.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, შეხვედრაზე ასევე მომავალი ბიუჯეტის პროეექტზე იმსჯელეს.

პარლამენტის სხდომა 30 ნოემბერს, ქუთაისში 12:00 საათზე არის ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის განცხადებით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ავტობუსის ფასზე არ აისახება
შემდეგი სტატიაჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ზე: ნუ უშლიან ხელს სასწავლო პროცესს, მეგობრებსა და თანატოლებს სწავლის გაგრძელებაში