ჯეიმს აპატურაი “ოცნების” გადაწყვეტილებაზე: უკიდურესად სამწუხაროა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისთან ქეთევან ქარდავასთან ინტერვიუში კარასინი-აბაშიძის შეხვედრების პრაღის ფორმატზეც გააკეთა კომენტარი. აპატურაის თქმით იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა ამ ფორმატს ხელშესახები შედეგი არ მოაქვს, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები: ”ჩვენ დიდი ინტერესით ვეცნობით იმ ინფორმაციებს, რომელსაც ჩვენი მეგობრები გვიგზავნიან, დაწყებული პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, მინისტრებით, ელჩით, დიალოგის ყველა მიმართულებით გვაწვდიან უახლეს ინფორმაციას. დარწმუნებული ვარ ამ საკითხს გენერალური მდივანი განიხილავს თბილისშიც. გენერალური მდივანი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ თითქმის მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შეხვდება, ასევე დარწმუნებული ვარ რომ გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს , რომ ეს გზა გააგრძელოს , კარასინი-აბაშიძის ფორმატიც კი. ვინაიდან ალიანსის წევრი სახელმწიფოებიდან ყველა იზიარებს აზრს, რომ დიალოგი არის საუკეთესო გზა და მას ალტერნატივა არა აქვს. თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ეტაპზე წინსვლას ვერ ვხედავთ. დიალოგი შეიძლება წინაპირობა გახდეს იმის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნეგატიური პროცესები და კიდევ უფრო უარესი მოვლენები. ძალიან რთულია იმის თქმა, ამ დიალოგით ნეგატიური პროცესი უკან მიდის თუ არა, შეიძლება არა, მაგრამ აქ მთავარია , რომ მცდელობა ყველაფრის, რასაც ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს და გულახდილად, რომ ვთქვათ აკეთებდა და სურდა ყოფილ ხელისუფლებას, არის ერთადერთი ლოგიკური გზა. ალიანსი გააგრძელებს დიალოგის მხარდაჭერას. თუ საქართველო გადაწყვეტს რომ ეს ფორმატი უშედეგოა, არ არის პროდუქტიული, ზიანის მომტანია და აუცილებელია შეწყვეტა ეს საქართველოს არჩევანი იქნება და ჩვენ დავინტერესდებით თუ რა ლოგიკა იქნება ამ გადაწყვეტილების უკან. მაგრამ ახლა , ამ დროისათვის ალიანსის წევრებს შორის ამ თემაზე კონსენსუსია. ვცადოთ ყველაფერი, თუნაც იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, მაგრამ შესაძლოა მოვლენების ნეგატიურად განვითარება აგვაცილოს ”- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ, უკიდურესად სამწუხაროა, – ასე ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას.

აპატურაის განმარტებით, 19 აპრილის დოკუმენტი ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ, უკიდურესად სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება იმ რეფორმების განსახორციელებლად საუკეთესო გზაა, რომელიც
ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლაში და დაეხმარება ქვეყანას ევროატლანტიკურ გზაზე. სწორედ ამიტომ, საქართველომ შეთანხმების განხორციელების საკითხი შეიტანა თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც საბოლოოდ დაეხმარება საქართველოს მოემზადოს ნატო-ში გასაწევრიანებლად. ყველა პარტიამ, მათ შორის “ნაციონალურმა მოძრაობამ”, უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად”,- წერს ჯეიმს აპატურაი

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე ოპოზიციაზე: მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას
შემდეგი სტატიაიან კელი: საქართველოს ხელისუფლებამ ზურგი აქცია დასავლეთს