სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას

არ მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების პარლამენტში ყოფნით ან არყოფნით დისკომფორტის ზონა იქმნება, თუ არ ჩავთვლით კანონგარეშე ქმედებებს, რომელსაც ვხედავდით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხდა.

„სწორი მგონია, რომ საპარლამენტო ცხროვრებაში მონაწილეობა ოპოზიციამ უნდა მიიღოს, ეს სჭირდება პროცესის სრულფასოვნად წარმართვას, ასეთია ჩემი დამოკიდებულება, დანარჩენი მათ უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განხორციელება მხოლოს მმართველ გუნდზე არ არის დამოკიდებული.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მხოლოდ ჩვენზე არ არის ედამოკიდებული, როცა მოვა ამის დრო, შევხედოთ, რა მოცემულობა იარსებებს. ჩვენი განწყობაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმები გაგრძელდება და ეს პოზიცია ბოლომდე გვექნება შენარჩუნებული. ეს მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული არ არის. არაერთხელ გვიხილავს მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებები, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ამიტომ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი იქნება სიტუაცია ამის მიხედვით მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. მეჩვენება, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა არათანმიმდევრულია და ახსნა არც თუ დამაჯერებელია იმდენად, რამდენადაც თუ ობიექტურად თვლიან, რომ პარლამენტში მოღვაწეობა სწორია, ასეთ შემთხვევაში დიფერენცირებული მიდგომის არსებობა გაუგებარია, ჩემი აზრითმ ამას ლოგიკური ახსნა აკლია. თუმცა, ეს მათი უფლებაა, მათ სურვილზეა დამოკიდებული და არ მგონია, დისონანსის შემომტანი იყოს პარლამენტისთვის ან პოლიტიკური ცხოვრებისთვის“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე შეთანხმების ანულირებაზე: რთულია სიტყვები ვიპოვო, რომ გამოვხატო როგორი იმედგაცრუებული ვარ
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაი “ოცნების” გადაწყვეტილებაზე: უკიდურესად სამწუხაროა