ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისთვის – „სითი პარკმა“ მუშაობა შეწყვიტა

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე პარკირების სისტემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისთვის. კალაძის თქმით, დღეიდან მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და ტექნიკური ჯგუფი შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად უკვე მზად არის.
„დღეიდან დედაქალაქის პარკირების სიტემის მენეჯმენტს, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. მინდა გითხრათ, რომ კომპანიაში არის სრული მზადყოფნა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი ტრანსპორტირებამ განახორციელოს. ვებგვერდის მეშვეობით მოქალაქეების შეძლებენ, როგორც ჯარიმების, ისე პარკირების საფასურის გადახდას. ასევე გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას. ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისთვის და არსებული რეალობა რომ შეიცვალოს ამ მიმართულებით,“-განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა
შემდეგი სტატიაინციდენტი ნიგერიელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის – კახა კალაძე ამხანაგური საფეხბურთო მატჩის ინიციატივით გამოდის