ინციდენტი ნიგერიელ სტუდენტებსა და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შორის – კახა კალაძე ამხანაგური საფეხბურთო მატჩის ინიციატივით გამოდის

თბილისის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. კალაძემ თხოვნით მიმართა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მატჩის ორგანიზება კვირის ბოლოსთვის მოხერხდეს.
„მინდა შევეხო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ბელიაშვილის ქუჩაზე, მგონი, არავის არ მოეწონა ის, რაც მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი არის ყველაზე ტოლერანტული ქალაქი და ამას არ ჩამითვლით გადამეტებულად, ამის მაგალითები არსებობს. რაც მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, კვირის ბოლოს გააკეთოს თუ არის შესაძლებლობა ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ის ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისთვის – „სითი პარკმა“ მუშაობა შეწყვიტა
შემდეგი სტატიადამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სიმბოლოების მქონე “მეტრომანი” – დედაქალაქის მერია კონკურსს აცხადებს