ჯაფარიძე: ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გადის

„ლელოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არ არის „ლელოს“ გეგმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გადის და აღნიშნა, რომ დანარჩენ ნაწილში ეს არის გიგა ბოკერიას პოზიცია.

„ეს არ არის ჩვენი გეგმა. ეს არის „ევროპული საქართველოს“ გეგმა. მე არ ვაფასებ სხვა პარტიების გეგმებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით. ეს არის საყოველთაო პოზიცია და ცალსახად ჩვენი პოზიცია. ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილების გადის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. დანარჩენ ნაწილში ეს არის ბატონი გიგას პოზიცია“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა „ლელო“ ბოიკოტს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ ეს არის ბოკერიას პოზიცია.

banner
წინა სტატიაშიკონსილიუმის წევრი ექიმი ამბობს, რომ მედიკამენტების შეწყვეტა სააკაშვილზე ფატალურად იმოქმედებს
შემდეგი სტატიაკონსილიუმის წევრი: სააკაშვილის მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსაყვანად დაახლოებით ორი კვირა სჭირდება