კონსილიუმის წევრი ექიმი ამბობს, რომ მედიკამენტების შეწყვეტა სააკაშვილზე ფატალურად იმოქმედებს

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრის, მედიკოს გიორგი გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის მედიკამენტების შეწყვეტა ფატალურ შედეგს გამოიწვევს. ექიმის ინფორმაციით, ხანგრძლივი შიმშილობის გამო, მესამე პრეზიდენტის ორგანიზმი დასუსტებული და მოშლილია.

ვინაიდან ამდენი ხანი იშიმშილა, მთელი ორგანიზმი, უბრალო ენით რომ ვთქვათ, არის მოშლილი, მთელი სისტემა. მას სჭირდება ძალიან ბევრი მედიკამენტი დღევანდელ დღეს, რომელიც ანაცვლებს აი, იმ ადექვატურ კვებას, რომელიც ჯერ არ არის და მედიკამენტების შეწყვეტა, რა თქმა უნდა, ფატალურად იმოქმედებს, ეს არის მიუღებელ ჩვენთისაც და მისთვისაც, ამიტომ სჯობს ასეთი შედეგი არ დადგეს, – ამბობს ექიმი გიორგი გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშისუბარი: ითხოვდეს და მიეცესო, სააკაშვილს შეუძლია, საინიციატივო ჯგუფი შეკრას, ექვსი წელი საკმარისი დროა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გადის