ჯაფარიძე -მაგრამ დღეს იყო სასარგებლო შეხვედრა, ვფიქრობ, ეს დრო ძალიან კარგად გამოვიყენეთ

დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, განსხვავებები რჩება, მაგრამ იყო სასარგებლო შეხვედრა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებების შინაარსზე არ ისაუბრებს, რადგან ასეთია შეთანხმება.

„ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმ შინაარსზე, გამომდინარე შეთანხმებიდან. დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, განსხვავებები რჩება, მაგრამ იყო სასარგებლო შეხვედრა და ვფიქრობ, ჩვენ ეს დრო ძალიან კარგად გამოვიყენეთ, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებები რჩება. ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რა საუბრები გვქონდა შიგნით მოლაპარაკების დროს, ეს გამოვიტანოთ გარეთ. გამომდინარე მოლაპარაკებების პროცესის ინტერესებიდან, რათა ეს მოლაპარაკებები შედეგიანად დავასრულოთ, უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. იყო სასარგებლო შეხვედრა, ეს ნიშნავს, რომ რაღაც საკითხები დაავახლოეთ, განსხვავებები რჩება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე – „გირჩი“ კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი „გირჩი“ იქნება
შემდეგი სტატიავაშაძე: სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს