ვაშაძე: სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს

“ჩვენს მთავარ მოთხოვნებზე, სამწუხაროდ, კომპრომისი არ ჩანს”.- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებს შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა.

“არის მთავარი საკითხი, რომელზეც უნდა ილაპარაკო, მაგრამ არის აგრეთვე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მთავარი საკითხის გარეშე ვერ გადაწყდება”.- ამბობს ვაშაძე.

რაც შეეხება მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, ვაშაძე ამბობს რომ “ელჩები დღეს საღამოს დაუკავშირდებიან”. მისივე თქმით მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს და “მოლაპარაკებები თუ არ შედგა, ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდება”.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე -მაგრამ დღეს იყო სასარგებლო შეხვედრა, ვფიქრობ, ეს დრო ძალიან კარგად გამოვიყენეთ
შემდეგი სტატიათალაკვაძე – იმედი მაქვს, შემდეგ შეხვედრაზე შესაძლებელი გახდება შეთანხმება