ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ EPP-ის ყრილობაზე აუცილებლად ჩავიდოდა – კალაძე სააკაშვილზე

მერი კალაძე ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. მისივე აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ “ევროპის სახალხო პარტიის” ყრილობაზე, სიტყვით გამოსასვლელად აუცილებლად ჩავიდოდა.

“არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს უცხოეთში მისი გადაყვანა, თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

[EPP-ის ყრილობაზე] ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა”, – თქვა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირში წევრობის სტატუსს… წინასწარ გილოცავთ – ზარქუა
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა