ივნისის ბოლოს საქართველო მიიღებს ევროკავშირში წევრობის სტატუსს… წინასწარ გილოცავთ – ზარქუა

“დღეს კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირის წარმომადგენელს გადასცემენ. მინდა გითხრათ, რომ ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით იყო ჩართული. ვფიქრობ, ივნისის ბოლოს საქართველო ამ ისტორიულ შანსს მიიღებს, კერძოდ, მიიღებს ევროკავშირში წევრობის სტატუსს. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და უკვე სტატუსის მინიჭება დაგვირგვინება იქნება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და მიდგომები, რაც გვქონდა ეკონომიკასა და კონსტიტუციაში, ყველაფერი, ასეთი ლამაზი დასასრულით დაგვირგვინდა. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს იქნება თითოეული ქართველის დამსახურება. წინასწარ გილოცავთ” – ამბობს ირაკლი ზარქუა.

banner
წინა სტატიაშიიზიუმში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 44 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ EPP-ის ყრილობაზე აუცილებლად ჩავიდოდა – კალაძე სააკაშვილზე