ჯანმო-ს ინფორმაციით, უკრაინაში სულ მცირე 3000 ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე წვდომა არ ჰქონდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში სულ მცირე 3000 ადამიანი გარდაიცვალა, რადგან მათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე წვდომა არ ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ უკრაინაში ჯანდაცვის დაწესებულებებზე 200 თავდასხმა დააფიქსირა და ამჟამად, მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს.

როგორც Sky News-ი იუწყება, რუსეთის შეჭრამ და სამედიცინო დაწესებულებების განადგურებამ მშვიდობიანი მოქალაქეები საჭირო რეგულარულ მკურნალობაზე წვდომის გარეშე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ჰუმანიტარულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს – გაიდაი
შემდეგი სტატიაპოლონეთში 22 წლის ქართველი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს