ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში ჰუმანიტარულ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს – გაიდაი

რუსმა აგრესორებმა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე ჰუმანიტარულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

“გუშინ რუსებმა შეგნებულად ესროლეს ჰუმანიტარულ მანქანას. სატვირთო მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და ლისიჩანსკიდან ბრუნდებოდა, სადაც მოსახლეობას საკვები მიაწოდა. ლისიჩანსკი-ბახმუტის გზაზე მანქანას მტრის ნაღმი მოხვდა. საბედნიეროდ, მძღოლი ცოცხალია. გზა ისევ სახიფათოა”, – წერს გაიდაი.

მანვე დასძინა, რომ ოკუპანტებმა კვლავ სცადეს რუბეჟნოეს აღება, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

“რუსი მკვლელები შეიჭრნენ ნიჟნიში, ტოშკივკასა და ორიხოვოში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ორკები ემზადებიან სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის”, – ამბობს სერგეი გაიდაი.

banner
წინა სტატიაშიგენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ომის დაწყების შემდეგ 26 350 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაჯანმო-ს ინფორმაციით, უკრაინაში სულ მცირე 3000 ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე წვდომა არ ჰქონდა